|
2019-07-05 23:18:34, 1042 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ორდღიანი ფესტივალი დღეს, 19:00 საათიდან გაიხსნა და 01:00 საათამდე გაგრძელდება. საფესტივალო აქტივობები, ხვალ, 6 ივლისსაც ანალოგიურ დროს გაიმართება. ფესტივალი თეატრალიზებული, ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა, ღონისძიების ფარგლებში, ბაღი სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით გაფორმდა. ღონისძიებაზე სანახაობრივი, შთამბეჭდავი გარემო შექმნეს მოწვეულმა დიჯეიმ, ჟონგლიორებმა და აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტებით წარმოდგენილმა მუსიკოსებმა. თბილისის სინათლის ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი კომპანიები იღებენ და დამთვალიერებელს საინტერესო სანახაობას სთავაზობენ. მათ შორის, სინათლით ხატვას, ჯადოსნურ ტყეს, მასშტაბურ „სინათლის შოუს“ და სხვა. პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და „ბოქს მედია გრუპი’’, ხოლო მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. თბილისის სინათლის ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)