04:07 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 16:16:18, 1614 ნახვა

კომენტარი
კალაძე: თუ ვიღაცას ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაულია?!

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე  "აიფაქტის" მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის თბილისის საკრებულოს დეპუტატები რუსულ ფინანსებზე არიან დამოკიდებულები.

კალაძის განცხადებით, ის ვერ ხედავს პრობლემას, რომ მოქალაქეები რუსეთში საკუთრებას ფლობდნენ. 

„თუ ვიღაცას ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაული არის? ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და რა გვიკვირს. როდესაც ისეთი მსხვილი რუსული კომპანიები, მაგალითად, ენერგეტიკაში, დღეს არიან საქართველოში, აწარმოებენ სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ საქმიანობას, ხომ ვიცით, ეს როდის მოხდა, რომელ წლებში განხორციელდა. ასე, რომ თუ ვიღაცას, რაღაც ბინა აქვს რუსეთში, არ მგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ნამდვილად. თუ გინდათ, ბიზნესიც ჰქონდეს მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ბიზნესის განხორციელებას გინდ რუსეთში, გინდ რუსი ინვესტორების საქართველოში, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics