|
2019-07-05 16:12:50, 900 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების რეაბილიტაციის მიმდინარეობას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის თქმით, ხიდების რეაბილიტაციის შედეგად შეიქმნება ერთიანი კეთილმოწყობილი სივრცე, რომელიც აღმაშენებელსა და ორბელიანის მოედანს ერთმანეთთან დააკავშირებს. „პროექტი მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია-განახლებასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს. დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება. ასევე, აღნიშნულ ბაღებში ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა. გარდა ამისა, დაგეგმილია კიდევ ერთი პროექტი დედაენის ბაღიდან ბარათაშვილის ხიდამდე. ეს არის „მტკვართან დაახლოების პროექტი“, რომლის განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. ანალოგიური პროექტი ბევრ ქალაქშია განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ თბილისის გენგეგმაშიც არის გარკვეული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მტკვრის გამოყენება უფრო აქტიურად უნდა მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების ფარგლებში, მშრალი ხიდის განაპირა ბურჯების და თაღის მალის ნაშენის ქვის და აგურის წყობის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო და ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, ამ ეტაპზე ბაღებში ვიდეომეთვალყურეობის ქსელის მონტაჟი, გარე განათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაცია მიმდინარეობს. ზაარბრიუკენის ხიდის ნაწილზე ტროტუარების, სავალი ნაწილის დამცავი ფენის დემონტაჟის შემდეგ, ახალი დამცავი ბეტონის ქვედა ფენის მოწყობა, ჰიდროიზოლაციის სამუშაოების განხორციელება, ტროტუარებზე საკომუნიკაციო გვირაბ-არხების აღდგენა, ტროტუარებზე გრანიტის ქვაფენილების კეთილმოეწყობა, გარე განათების ქსელების, ელექტრომომარაგების ბოძების და საკაბელო არხების სრულად შეცვლა იგეგმება. პროექტი, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს, მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახლადრეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან. იგეგმება რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობაც, რაც გულისხმობს მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით სავაჭრო სივრცის მოწესრიგებას. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 9 მილიონ 679 520 ათას ლარს შეადგენს. პროექტი 2019 წლის ბოლოს დასრულდება. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)