|
2019-07-05 11:25:15, 903 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციაში“ პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ
„საქართველოს მელიორაციაში“ განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ. ამის შესახებ ცნობილი გახდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მოწვეულები იყვნენ აკრედიტებული საექსპერტო კომპანიების წარმომადგენლები. ქვეყნის სარწყავ და სადრენაჟე სისტემებზე მასშტაბური სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, ამიტომ დღის წესრიგში დადგა მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ეფექტური კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რაც შპს „საქართველოს მელიორაციას“ საშუალებას მისცემს ოპერატიულად და რაც მთავარია ეფექტურად და ობიექტურად განახორციელოს მშენებლობის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მყისიერი რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები. საექსპერტო კომპანიებთან გამართული დისკუსიისა და აზრთა გაცვლის შემდგომ გამოიკვეთა რიგი საკითხები ტექნიკური პირობების, კომპანიების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლის დეტალური შესწავლის შემდეგ ზედამხედველობის შესყიდვის ორ საპილოტე პროექტზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)