|
2019-06-28 19:56:42, 1765 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: პანიკის საფუძველი არაა, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია
პანიკის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. მინისტრმა ხორბლის მარაგებსა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება „არსებობს ხორბლის იმპორტის ალტერნატიული მარშრუტები, მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვებით. ეს არის როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე საზღვაო გზით, რაც ჩვენი ქვეყნის მომარაგების ტრადიციული გზა იყო. სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების მიხედვით ვაკეთებთ მონიტორინგს ქვეყანაში არსებული მარაგების შესახებ. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში საკმარისი მარაგებია ხორბლის და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია. ამ სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულია ასობით და ათასობით ადამიანი, რომლებიც, რა თქმა უნდა, დაკარგავენ თავის შემოსავალს, ან მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. მე მესმის მეხორბლეთა პოზიციები, მეხორბლეთა მიმართვა, რომ ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობები გვაკისრია და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული. შესაბამისად, სახელმწიფოს თითოეულმა მოხელემ, მთავრობის თითოეულმა წარმომადგენელმა, მნიშვნელოვანია, რომ პრაგმატულად, საღად და სწორად წარმართოს კომუნიკაციების პროცესი ასეთ რთულ ვითარებაში, რომელიც ფაქტობრივად გამოწვეულია ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)