06:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 17:01:44, 1793 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი გავრილოვის ვიზიტზე: რაც გინდა ის დამაბრალეთ, სტუმარს ასე არ უნდა მოვექცეთ, ეს არ არის ჯანსაღი

„ფიზიკური შეხება და რაღაცების სროლა არაფერში წერია, ეს არ არის ჯანსაღი“, - ასე აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

მაჭავარიანს მიაჩნია, რომ გავრილოვის ვიზიტი პარლამენტზე შტურმის მიტანის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო. 

„შტურმი უნდა გავაკეთოთ? ამის გამო პარლამენტის აღება არ ხდება. რამდენიმე წუთში შეწყდა სხდომა, ის კაცი აქედან გაფრინდა. ეს კიდევ ცალკე საკითხია, ვერავინ დამაბრალებს, რომ რაიმე სახით ვუთანაგრძნობ იმ კაცს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა, არ წერია ეს არაფერში, არ არის ეს ჯანსაღი. რაც გინდა ის დამაბრალეთ. სწორია რომ სტუმარს ასე ჩაქუჩი ჩაარტყათ? საერთოდ არ მაინტერესებს ის კმაყოფილია თუ არა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე და პრინციპები და ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეულად უნდა მოვიქცეთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics