06:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 13:14:23, 1474 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე: შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ჩართული ვართ, რათა უკანონო შეზღუდვა მალე მოიხსნას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ დე-ფაქტო საზღვის ჩაკეტვას ეხმაურება.

ციხელაშვილმა წუხილი გამოთქვა იმ აბიტურიენტების გამო, რომლებიც ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე  გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ და იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვები ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად მალე მოიხსნება.

„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით ყველაზე მეტად ზარალდებიან. შესაბამისად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ჩართული ვართ იმაში, რომ უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას. ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვიცი, რომ მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, უკავშირდება ახლგაზრდების გადაადგილებას, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. ჩვენ ახლა განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმ სქემაზე, რომ არ ჰქონდეთ შეფერხება გალელ სტუდენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე და მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო იმაში, რომ ნამდვილად ჩვენი ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომ, იქნება განსაზღვურული მათი ინტერესების მიხედვით და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ.  პოლიტიკურ შეფასებებს გავაკეთებთ ცოტა მოგვიანებით. ახლა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს და ვცადოთ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუქმდეს უკანონო შეზღუდვა“, - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics