|
2019-06-28 12:24:41, 1857 ნახვა
საზოგადოება
BBC: რუსეთი ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხო არ არის, რუსი ტურისტები კი, საპირისპიროს ფიქრობენ
"რუსეთი ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის, საქართველოში მყოფი რუსები კი საპირისპიროს ფიქრობენ", - ამ სათაურით BBC საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს. BBC წერს, რომ ბევრი რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო აღარ არის და რამდენიმე ტურისტს თავს დაესხნენ. გამოცემა რუსული ტელევიზიის Russia 1-ის წამყვანის ოლგა სკაბეევას მიმართვას აქვეყნებს: "სახელმწიფო გაფრთხილებთ, რომ საქართველოში უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ. არ შეიძლება გაცვალოთ ღირსება თბილისში ჩასვლისას ერთ ბოთლ უფასო ღვინოზე....საქართველოში რუსებს კლავენ", - მიმართა მათ მაყურებლებს. მიუხედავად ასეთი ტიპის განცხადებისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებებისა, საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები საკმაოდ დადებით კომენტარებს აკეთებენ. მათივე შეფასებით, საქართველოში არანაირი რუსოფობია არ არსებობს. "არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება რუსების მიმართ აქ არ აქვს. გამოფრენაბმდე მეგობრებს შევეხმიანეთ და მათ გვითხრეს, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს. პირიქით, ძალიან თბილად გვხვდებიან და ჩემ შვილებს რაღაცებს სჩუქნიან. ჩვენ არ ვუსმენთ პუტინის რჩევას და საკუთარი შეხედულებები გვაქვს. მანც ჩამოვედით, რადგან არ ვენდობით რუსულ მედიას. ფრენების აკრძალვით რუსეთმა ხალხს დამატებითი პრობლემა შეუქმნა, თუმცა მაინც ჩამოვლენ ბელორუსიისა და თურქეთის გავლით", - აცხადებენ ტურისტები, რომლებიც BBC-მ შარდენზე ჩაწერა. კიდევ ერთი მოქალიქის განცხადებით, ის რუსეთისან საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და უკვე თითქმის 3 წელია შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროს მფლობელია. "10 წლის განმავლობაში აქ ჩამოვდიოდი დასასვენებლად და არასდროს მიგვრძვნია რაიმე ცუდი დამოკიდებულება რუსების მიმართ", - დასძინა მან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)