|
2019-06-26 00:08:08, 1347 ნახვა
საზოგადოება
ბუბა კიკაბიძე რობერტ სტურუას - დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა
მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, შემსრულებელზე მეტად ბრძანების გამცემია დამნაშავე, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებული სპეცრაზმი დაუპირისპირა. "რაც ჩაიდინეს და ისინი რომ შეიყვანეს და რომ ჩამოიყვანეს ეს გავრილოვი, ვიცი, რაც არის, ეს არის პირველი ნაბიჯი, იქ რაღაც სერიოზული გეგმა აქვთ მაგათ. ეს, რა თქმა უნდა, გათვლილი ავანტიურა იყო რუსეთის მიერ, აქედან მხარდაჭერილი, ასე მგონია მე, იმიტომ, რომ ისე არ მოხდებოდა მათი შემოყვანა", — განუცხადა რუსთავი 2-ს კიკაბიძემ. ის ფიქრობს, რომ რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოყვანა და სპიკერის სავარძელში ჩასმა ივანიშვილთან გადაწყდა. "უმაგისოდ იქ ასანთის ყუთს არ გადადებენ, ყველამ ვიცით. იმ ჩვენს პარლამენტში არავინ არ არის იმის გადამწყვეტი, ეგენი უნდა ჩამოვიდნენ, არ ჩამოვიდნენ, სად უნდა დაჯდნენ, მე ისევ ვიძახი, რომ თევზი ფუჭდება თავიდან და ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ და უბრალოდ ეტყობა, ჩვენ ვგონივართ მთავრობას ლენჩები, იმიტომ, რომ სულ ჩუმად ვართ", — განაცხადა კიკაბიძემ. ის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუასაც გამოეხმაურა. "რობიკო მიხვდება, რაც უნდა ვუთხრა, რაც მაგან ილაპარაკა, ხალხი გადარეულია. გია ყანჩელი, რომელიც მაგის ახლო მეგობარია, მაგანაც თქვა ეს. ეტყობა, იცი, რა არის, დიდი მსახიობი, დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა", — ამბობს კიკაბიძე.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)