|
2019-06-25 18:05:05, 1025 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ათივე რაიონის გამგეობა უამინდობის დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
ძლიერმა ქარმა და უამინდობამ თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ზარალის აღმოფხვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში ათივე რაიონის გამგეობა აქტიურადაა ჩართული. ისნის რაიონში, ირბახის ქუჩა N18-ში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რის გამოც, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი უსაფრთხოების მიზნით, რაიონის გამგეობამ სასტუმროში გადაიყვანა. ამავე მისამართზე დაზიანებულია მსუბუქი ავტომანქანაც. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომლის დახმარებითაც, სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში ამ დრომდე მუშაობენ. ქუჩები ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად წაქცეული ხეებისგან და ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან იწმინდება. ადგილზე მუშაობენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები. ასევე, მობილიზებულია ტექნიკა. უამინდობის დროს, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ძირითადად, საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. ასევე, რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა. შესაბამისი სამსახურების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, რეაგირება უმოკლეს დროში განხორციელდა. გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა სხვადასხვა რაიონში ხეები მოტეხა, რომლის დროსაც, რამდენიმე ავტომანქანა და გაზის მილი დაზიანდა. დაზარალებული ოჯახების დახმარებას გამგეობები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება სხვა სახის ღონისძიებებს, მიმდინარეობს ზარალის აღწერა და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)