08:13 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 14:47:53, 1559 ნახვა

კომენტარი
კახიძე „ოცნებას“: ნუ გადაეფარებით გახარიას, რომელმაც ახალგაზრდები დაასახიჩრა

"მოვუწოდებ კოლეგებს "ქართული ოცნებიდან", ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული, ვერც ისინი იქნებიან მუდმივად ხელისუფლებაში და მუდამ ვერ დაიცავს მათ ივანიშვილი და გახარია. ამიტომ იფიქრონ მათ მშვიდობიან პოლიტიკურ არსებობაზე", - ამ სიტყვებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ კახიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის საკითხი, რომ ვიღაცა  პარლამენტში იჭრებოდა და რაღაცას მოუწოდებდა არის სრულიად მეასე ხასისხოვანი.

"ყველანაირ უტიფრობას, უპასუხისმგებლობას აქვს თავისი საზღვარი. მათ გამოიყენეს დიდი ცხოველების გასაჩერებლად განკუთვნილი რეზინის ტყვიები. დაასახიჩრეს ახალგაზრდები. პოლიცია ნადირობდა, ადამიანები დასახიჩრდნენ, არიან კომატოზურ მდგომარეობაში და სიკვდილს ებრძვიან და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს. ის უტიფარი პოლიტიკოსებიც, ვინც გიორგი გახარიას გადაეფარნენ აუცილებლად პასუხს აგებენ. მათ აიღეს თავის თავზე, იმის ნაცვლად რომ გამიჯნოდნენ მას. გადადგეს ეს პირი, მისი ბრალია, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა რომ ახალგაზრდები დასახიჩრდნენ. ის საკითხი, რომ ვიღაცა  პარლამენტში იჭრებოდა და რაღაცას მოუწოდებდა არის სრულიად მეასე ხასისხოვანი. ცოტა ადეკვატურები გახდნენ, ეს პასუხისმგებლობები გაიაზრონ. მიწაზე დაეშვან და ჩახედონ თვალებში რეალობას", - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics