|
2019-06-24 10:11:55, 926 ნახვა
საზოგადოება
ატესტატების გაცემა დაიწყო
24 ივნისიდან, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - ატესტატს მიღებენ როგორც წელს სკოლადამთავრებულები, ასევე, გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირები, კერძოდ, ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წლებში (2011 წლიდან) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე დაძლიეს, თუმცა მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ან გავიდნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღეს. ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსონ. ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, სრულიად უფასოდ გაიცემა. აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი მომდევნო წელს გაიცემა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)