10:07 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 22:24:37, 1016 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან, აქციის რამდენიმე მონაწილის 9 აპრილის მემორიალზე ასვლას დაპირისპირება მოჰყვა

რუსთაველის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება აქციის რამდენიმე მონაწილის 9 აპრილის მემორიალზე ასვლას მოჰყვა.

რამდენიმე მოქალაქე მემორიალაზე იყო ასული და ბანერი გადმოფინეს. თუმცა, მემორიალთან მდგომმა აქციის რამდენიმე მონაწილემ ამ ფაქტზე პროტესტი გამოთქვა. მათ მოითხოვეს, რომ ახალგაზრდები მემორიალიდან ჩამოსულიყვნენ, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა. თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. საავტომობილო მოძრაობა კი გადაკეტილია.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics