|
2019-06-21 15:09:38, 882 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველზე დაშავებული პირებიდან საავადმყოფოებში 102 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, რუსთაველზე დაშავებული პირებიდან საავადმყოფოებში 102 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათივე ცნობით, ჰოსპიტალიზაცია სულ 240 ადამიანს დასჭირდა. მათ შორის დაშავდა 80 სამარტალდამცველი. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ წუხელ, თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულები მოინახულა. ის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირადად მკურნალი ექიმებისგან გაეცნო. ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში 102 პირი რჩება. „ნიუ ჰოსპიტალში“ მოთავსებული 24 პაციენტიდან 6-მა კლინიკა უკვე დატოვა. სტაციონარში მყოფ 18 დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო სერვისები მიეწოდება. პაციენტებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, შედარებით მძიმეა. წუხელ თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 240 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. დაშავებულთა შორის 80 სამართალდამცველი იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)