|
2019-06-20 16:22:43, 891 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურება კონტრაქტორი კომპანიის მიერ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებამ გამოიწვია, რასაც მისი ჩანაცვლება მოჰყვა. „კონტრაქტორი, რომელიც „მრგვალ ბაღში“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი კომპანია აღმოჩნდა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებდა. აღნიშნული კომპანია სხვა კომპანიით ჩანაცვლდა, რომელიც სამუშაოებს უკვე აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოები 3 კვირის განმავლობაში დასრულდება. მოწესრიგდება განათება და სარწყავი სისტემა, განახლდება შადრევანი, შეიცვლება მისი აგრეგატები. შეიცვლება დასასვენებელი სავარძლები, ბაღში მოეწყობა მხატვრული განათება. როცა ბაღში შემოვდიოდი, ღობეზე იყო წარწერა - „მრგვალი ბაღი წერეთელზე გადავიდა“. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, მართლაც გაუჭირდებათ ამ ბაღის ცნობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჟამად კომპანია „გრინსერვის ჯგუფი“ ასრულებს, რაც შეეხება განათების მოწესრიგებას, მას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)