|
2019-06-19 14:30:42, 1362 ნახვა
საზოგადოება
ZEG - თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება
თბილისის მერიის და „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi-ისა და Coda Story-ის ორგანიზებით, დედაქალაქი 2019 წლის 20-22 ივნისს, „ფაბრიკაში“ „სთორითელინგის“ - ამბის თხრობის პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც საზოგადოებას გაუზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner & Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი - აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი - ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები. ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ „ამბის თხრობის" როგორც ტრადიციულ, ისე, ინვოვაციურ მეთოდებს. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები სპეციალურად ჟურნალისტებისთვის. პროექტის მხარდამჭერები არიან Windfor’s, „აჭარა ჯგუფი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და „ფაბრიკა“.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)