20:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 02:19:39, 1532 ნახვა

სამართალი
რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე კამათის შემდეგ მოქალაქე ლაშა ბრეგვაძეს თავს დაესხნენ

სასტუმრო „რედისონის“ საცურაო აუზზე რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე კამათის შემდეგ მოქალაქე ლაშა ბრეგვაძეს თავს დაესხნენ. 

ევროპული საქართველოს წევრის, ნინო იმედაშვილის მეუღლეს, ლაშა ბრეგვაძეს, სასტუმრო რედისონში, საცურაო აუზზე, რელიგიური და პოლიტიკური შინაარსის კამათის შემდეგ სამი მამაკაცი თავს დაესხა.

როგორც ნინო იმედაშვილი ტაბულას მეუღლის მონაყოლს გადმოსცემს, დისკუსია დაიწყო მამაკაცმა, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა, რომ პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად, ფოკაში, წმიდა ნინოს გზაზე იმყოფებოდა:

"ჩემმა მეუღლემ გამოთქვა კრიტიკული აზრი, რომ რელიგია არ უნდა იყო აფარებული პოლიტიკას. რაზეც აგრესიით უპასუხეს. საუბარი გაგრძელდა, ჩავიდნენ ასლან აბაშიძემდე. ჩემმა მეუღლემ აბაშიძეს შეაგინა, რაზეც მამაკაცები გაღიზიანდნენ. ინციდენტი ადგილზე განიმუხტა. თუმცა, შემდეგ გასახდელში დახვდნენ სამივე. ერთმა მოუქნია დანა, ჩემმა მეუღლემ აიცილა. მეორემ უკნიდან მოუქნია სავარაუდოდ დანა და მოხვდა თავის არეში", - ამბობს ნინო იმედაშვილი ტაბულასთან საუბრისას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics