|
2026-06-26 18:42:32, 3781 ნახვა
სამართალი
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო სუბ-კასტოდიან ბანკად დაასახელა ქვეყანაში. აღნიშნული აღიარება ეფუძნება Global Finance-ის ყოველწლიურ შეფასებას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 83 ქვეყანასა და რეგიონში მოქმედ საბანკო ინსტიტუტებს მოიცავს. გამარჯვებულების შერჩევისას გამოცემის რედაქციამ გაითვალისწინა ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა მომსახურების ხარისხი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება, ოპერაციული მდგრადობა და სხვა პარამეტრები. გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით, Global Finance-ის რედაქცია 2024 წლის მონაცემების ანალიზს დაეყრდნო. Global Finance-ის შეფასებით, მზარდი გლობალური საინვესტიციო მოთხოვნის ფონზე, სუბ-კასტოდიან ბანკების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკმა კი გამოიჩინა მაღალი საოპერაციო სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი მომსახურების ხარისხი. „საქართველოს ბანკი მუდმივად ავითარებს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს, რომლებიც ინოვაციურ და თანამედროვე საბანკო გამოცდილებას ქმნის. ჩვენ არ ვჩერდებით არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაზე და აქტიურად ვახორციელებთ ახალ ინიციატივებს, რათა კიდევ უფრო გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ საბანკო მომსახურება. Global Finance-ის მიერ მინიჭებული აღიარება ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომისა მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რაც გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ განვითარება და დავაწესოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები“,— აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია. ინფორმაციისთვის, სუბ-კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი წამყვანი სუბ-კასტოდიანი ბანკია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს. საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)