|
2019-01-31 20:10:45, 1204 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია - საქართველოში კვლავ ფიქსირდება ლგბტ პირთა დისკრიმინაციის შემთხვევები
საქართველოში ლგბტ პირთა დისკრიმინაციის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება, - ამის შესახებ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, დისკრიმინაციის შემთხვევები ძირითადად შრომის, ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში აღინიშნებოდა. „2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში სახალხო დამცველის მიერ შეთავაზებული ცვლილებების შეტანა, რომელიც მიზნად ისახავდა კანონის საფუძველზე აღსრულების მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდას, აქამდე დაუსრულებელია. დაფიქსირებულია ლგბტ (ლესბოსელ, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ინეტერსექს) პირთა შრომის, ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში დისკრიმინაციის შემთხვევები. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციას პოლიცია ინტენსიურად იცავდა, ასევე იმავე დროს გამართული ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების ჯგუფის დემონსტრაციის გათვალისწინებით“, - ნათქვამია ანგარიშში. საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)