|
2019-01-30 11:58:02, 866 ნახვა
საზოგადოება
თბილისში უახლოეს მომავალში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში, დედაქალაქში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ ევროკავშირს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის მიზანი დამწყები ბიზნესმენების შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელება, ასევე, დასაქმების ხელშეწყობაა. „ბიზნეს აქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნეს იდეები გააჩნიათ, თუმცა არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც, შეიძლება მათი იდეები ბიზნესგეგმად გარდაიქმნას. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული, საკმაოდ საინტერესო იდეები აქვთ, რომელთაც ამ პროექტის საშუალებით, მათ განხორციელებაში დავეხმარებით. გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელიც პროცესში აქტიურად არის ჩართული და ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ, ამ საინტერესო იდეების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიიღონ, რაც ფინანსისტის, მარკეტინგის სპეციალისტის, ანალიტიკოსის კონსულტაციებს ითვალისწიებს. პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)