18:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 15:53:40, 1144 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი სისტემურ პრობლემად იქცა და ქალი პოლიტიკოსებისკენაა მიმართული

პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი სისტემურ პრობლემად იქცა და ქალი პოლიტიკოსებისკენაა მიმართული, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითს.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს სათანადო პასუხი გაეცეს.

„პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა და სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ სახელმწიფოში ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ. შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად,  ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics