|
2019-01-28 13:01:11, 1043 ნახვა
საზოგადოება
იზორია - მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებსაც სურს ნატო-ში ინტეგრაცია
თავდაცვის მინისტრის, მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებსაც სურს ნატო-ში ინტეგრაცია. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელს შემოიღო ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ წვევამდელებს აქვთ საშუალება საკუთარ ენაზე გაეცნონ ინფორმაციას მიმდინარე რეგფორმებზე. „ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს ნატო-ში ინტეგრაცია, ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი უწყების მოკრძალებული წვლილიც არის. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს არის მზარდი და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში უფრო და უფრო მზარდი იქნება. მით უფრო ეთნიკურ უმცირესობების ფარგლებშიც. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ისიც, რომ ჩვენ 2018 წელს შემოვიღეთ ახალი სისტემა, გამოვცემთ გაზეთს და ჩვენი თანამოძმენი აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქენი, წვევამდელების სახლით, ეცნობიან ინფორაციას, იმის შესახებ თუ რა რეფორმებს ვახორიციელებთ, რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზნები. ეს მაგალითებიც ცხადყოფს, იმას რომ ამ სტრატგიული მიზნის გარშემო მოსახლეობის ინტერაცია, მით უფრო ეთნიკური უმცირესობების არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სწორედ, ამ მიმართულებით, როგორც უწყების ფარგლებში, ისე რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციის დონეზე არის მნიშვნელობანი ნაბიჯები გადადგმული და მომავალი წლებიც იქნება სტრატეგიული კომუნიკაცია-უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ეს მაძლევს საფუძველს, რომ რაოდენობა მხარდამჭერთა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში იქნება მზარდი და მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ფარგლებშიც“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)