16:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 21:32:33, 1634 ნახვა

კომენტარი
დოლიძე - ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშნვის ფაქტს ეხმაურება და საბჭოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, რათა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ "თავხედური" გადაწყვეტილებები არარ მიიღოს. 

“დღეს მოხდა ძალიან სამარცხვინო რამ. იუსტიციის საბჭო ყოველ დღე გვანცვიფრებს უფრო სამარცხვინო გადაწყვეტილებების მიღებით და სად აღმოვჩნდებით ბოლოს, არ ვიცი. ლევან მურუსიძე აღმოჩნდა მათ თვალში ყველანაირი პროცედურის და კანონის დარღვევით კეთილსინდისიერი მოსამართლე. ის ფორმალურად, რომ ვთქვათ დაინიშნა უვადოდ, თუმცა ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს მანამ, სანამ საქართველოში იპარპაშებს აი ეს ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან გადაბმულია და რომელთა მთავარი ამოცანა, არის ნელ-ნელა დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგზე. თუ არ გამოფხიზლდა "ქართული ოცნება" და პარლამენტის შემადგენლობა, ეს არ იქნება დასასრული იუსტიციის საბჭოს თავხედობის, არამედ იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, უარეს ქმედებას მომავალში უნდა ველოდოთ. ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ მე და ქალბატონმა ნაზიმ, მაგრამ ახლა სიტყვა არის პოლიტიკურ ძალებზე, რამდენად მისცემენ საშუალებას, რომ ამ ჯგუფმა სრულად გაშალოს ფრთები სასამართლოს ფარგლებში და შესაბამისად, სახელმწიფოს მასშტაბებით”, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics