|
2026-06-22 15:20:21, 3460 ნახვა
ეკონომიკა
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა უწყებამ "ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ" ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 47 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ტენდერებით საერთო ჯამში 592 ახალი ავტომობილის შეძენა იგეგმება, შესაბამისად, ერთი ავტომობილის შესყიდვა ბიუჯეტს 79,489 ლარი დაუჯდება. ტენდერი რამდენიმე კომპონენტად იყოფა, ესენია პიკაპების, ჰიბრიდული ავტომობილების და მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილებიდან ყველაზე მეტი განკუთვნილია სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, მელიორაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის. უფრო დეტალურად, 305 პიკაპის საერთო ღირებულება იქნება 27,571,695 ლარი (ერთეულზე 90,399 ლარი); 156 ჰიბრიდული ავტომობილის საერთო ფასი იქნება 9,218,040 ლარი (ერთეულზე 59,090 ლარი); 98 ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული ავტომობილების საერთო ფასი იქნება 7,947,800 ლარი (ერთეულზე 81,100 ლარი) და 33 ერთეული II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული ავტომობილების ფასი იქნება 2,319,900 ლარი (ერთეულზე 70,300 ლარი).
აღნიშნული ტენდერებით მოთხოვნილია რომ შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს წარმოებული. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ დოკუმენტაცია მწარმოებლის ოფიციალური დილერის ხელშეკრულების, ასევე ავტომობილების სერვისის გაწევის შესახებ, რაც 150,000 კილომეტრზე საგარანტიო მომსახურებასაც მოიცავს. კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 25 ივნისამდე შეუძლიათ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)