16:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 18:32:07, 1561 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობას, აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობას აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველ პარტიაში გადაადგილებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ამასთან, კობახიძის მტკიცებით, გუნდის სურს, რომ ბოლომდე ერთიანობა შეინარჩუნოს, თუმცა დასძინა, რომ გუნდის ნაწილი ის იქნება, ვინც გუნდურად თამაშობს.

"საკონსტიტუციო უმრავლესობას, ზოგადად, აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ზოგადად. აქედან გამომდინარე, გუნდთან დაკავშირებით, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორიც მოხდა, მაგალითად, დღეს იურიდიული კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. გუნდი არის ძლიერი, ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, არ არის ჩვენთვის პრინციპული, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები არ არის შესატანი. მიღებულია და გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა. ვნახოთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics