16:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 18:29:09, 1476 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულოა, თუმცა ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთ გამოვიტანთ

„ეკა ბესელიას გადადგომას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზი არ იყო ის, რაც მე ვთქვი.  რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შიდა სამზარეულოს ჩვენ ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, ამ საკითხზე საზოგადოებასთან საუბარი მოგვიანებით აუცილებლად იქნება.

„დღეს მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, ჯობია, სხვა ფონზე გაკეთდეს ეს განცხადებები. არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს, როდესაც არის გაკეთებული გადადგომაზე განცხადება, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარები მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა, გპირდებით, რომ ამ მიზეზებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და გვექნება საზოგადოებასთან საუბარი ამ ყველაფერზე. მე არცერთ მიზეზს არ გავშლი თქვენი ნებართვით, დღეს, მიზეზებს მოგვიანებით დავუბრუნდებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics