|
2015-06-09 16:57:40, 717 ნახვა
ეკონომიკა
„m²“ - ში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ზრდაზე საუბრობენ
დეველოპერული კომპანიის „m² უძრავი ქონება“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, უძრავი ქონების ბაზრით მოსახლეობის დაინტერესება გაიზარდა. როგორც ბურდილაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ლარის გაუფასურების გამო გაყიდვები დროებით შემცირებული იყო, თუმცა დასტაბილურების შემდეგ ინტერესმა კვლავ იმატა. „ლარის გაუფასურებამ გარკვეული შეფერხებები, შენელება გამოიწვია გაყიდვებში. დაახლოებით იგივე ტემპით შენელდა გაყიდვები, რა ტემპითაც ლარი დოლართან მიმართებაში დაეცა, ანუ 30%-ზე არის საუბარი. ზაფხულში ორი ახალი პროექტის გაშვებას ვაპირებთ, ვამუშავებთ ე.წ. Waiting list-ს იმ ხალხისთვის, რომლებიც სიაში არიან ჩაწერილები და ეს გვაჩვენებს, რომ ინტერესი ძალიან დიდია. ბოლო ხანებში ლარის კურსის დასტაბილურებამ გამოიწვია ის, რომ ინტერესი გაიზარდა. გაყიდვების ოფისებში გაიზარდა ვიზიტების, ზარების რაოდენობაც. გაყიდვების შენელებაზე გავლენას ახდენდა არა ლარის კურსის დაცემა, არამედ ის, რომ კურსი არასტაბილური იყო და ერთ ნიშნულზე არ იყო გაჩერებული“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ. მისივე განმარტებით, ეროვნული ვალუტის რყევას საცხოვრებელ ბინებზე ფასის კორექტირება არ გამოუწვევია. „ფასების დაკორექტირება არ მომხდარა არც ზრდის და არც შემცირების მიმართულებით, ფასები იგივე დონეზეა. ამ კუთხით სერიოზულ ცვლილებას არ ველოდებით. ვვარაუდობთ, რომ უძრავ ქონებაზე წელს მოთხოვნა იგივე იქნება ან ოდნავ გაიზრდება, მომავალ წელს კი ზრდას ვვარაუდობთ“, - აღნიშნა ბურდილაძემ.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)