|
2015-06-07 14:04:14, 936 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში სასტუმრო კომპლექსი “ Orbi Beach Tower” აშენდება
ბათუმში, 1 000 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი “ Orbi Beach Tower” აშენდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობაში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ორბი ჯგუფს” კიდევ ერთი საინტერესო პროექტის დაწყება მიულოცა და კომპანიის მენეჯმენტს მაქსიმალური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. პრემიერის განცხადებით, “ორბი ჯგუფი” ძალიან წარმატებული კომპანიაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკაში. “მათ განხორციელებული აქვთ 450 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვენის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. მთავრობის სახელით, მინდა დავუდასტურო მხარდაჭერა კომპანიას, მის მენეჯერებს, რომლებიც ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწევიან. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ზოგადად აჭარაში და საქართველოში მშენებლობები სერიოზული ტემპებით ვითარდება. გასულ წელს გვქონდა 27%-იანი ზრდა მშენებლობაში, წელს აჭარაში უკვე გაიხსნა რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასე, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)