|
2015-06-05 15:02:04, 870 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი: რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ სხვა ქვეყნებზე უკეთესი საინვესტიციო სივრცე გვაქვს
"გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ, რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებზე უკეთესი საინვესტიციო სივრცე და ბიზნესგარემო“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში", დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. „როგორც პატარა ქვეყანას, გლობალური ბიზნესაუდიტორია არ გვიცნობს ისე, როგორც ჩვენთვის სასურველია. პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა გულისხმობს ისეთ ნეგატიურ იარლიყებს, როგორიცაა კორუფცია, კრიმინალი, ბიუროკრატია და მისი თანმდევი უსასრულო პროცედურები, და საქართველოს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი შეხვედრა ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სწორედ ამიტომაც მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მტკიცედ დაგვიდგეთ მხარში, რათა მსოფლიოს წარვუდგინოთ საქართველო, როგორც ინვესტიციებისა და ბიზნესისათვის მიმზიდველი ადგილი. სწორედ თქვენ, როგორც უცხოელებს, გაქვთ ყველაზე ობიექტური და სანდო ინფორმაცია საქართველოზე. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული შესაბამისი აზრის შექმნა თქვენს პროფესიულ წრეებში. რასაკვირველია, თქვენ გაქვთ ზღვა ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან: ადგილობრივი პარტნიორები, პრესა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღია და გამჭვირვალე დიალოგი თქვენთან, რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ მთავრობის პოზიციას და მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)