|
2018-08-29 11:38:18, 805 ნახვა
საზოგადოება
უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე, შევძლებთ და პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგის დროს განაცხადა. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მსგავსი მიდგომის გამოყენება იგეგმება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე, ჩვენ შევძლებთ და პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ, ამავე დროს ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას, ასევე ზოგადად ეკონიმიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ამასთან ერთად, ჩვენ ვიხილავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას“, - განაცხადა პრემიერმა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)