22:18 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-20 20:56:39, 293 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს

რუსეთი ღიაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობისთვის, თუმცა ეს საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, იტყობინება „ინტერფაქსი“.

„საქართველომ უნდა დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ღია ვართ ამ შესაძლებლობისთვის, თუმცა ეს საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას“.

ზახაროვამ გაიხსენა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია“.

„რაც შეეხება თბილისს, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს დადებს, ჩვენ დიდი ხანია მოვუწოდებთ საქართველოს ამისკენ და ველით, რომ ქართული მხარე აღიარებს ამიერკავკასიაში არსებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებს და უახლოეს მომავალში დაიწყებს ამ დოკუმენტების შემუშავებასა და ხელმოწერაზე პრაქტიკულ მუშაობას. ასეთი სამართლებრივი ვალდებულებები საიმედო გარანტიას წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორებისგან“, - დასძინა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 3 სექტემბერს, აგვისტოს ომისა და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics