|
2018-08-28 13:37:08, 1054 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მოსახლეობას მარიამობას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთელს საქართველოს მარიამობას ულოცავს. მთავრობის მეთაური სიონის საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. პრემიერმა წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქის თხოვნით, ტაძარში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მარიამობის დღესასწაული მიულოცა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. თითოეული ქართველისთვის ეს განსაკუთრებული დღეა - დღეს ჩვენი მრავალეთნიკური ერი ამ დიდებულ დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლისა და ამავე დროს ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ სწორედ ქრისტესმიერი სწავლების გზა აირჩიოს. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევე ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი და წირვაზე მყოფი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დალოცა და მთელს საქართველოს ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)