|
2018-08-27 18:49:33, 1388 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონის გამგეობა ახალი სასწავლო წლისთვის ვაზისუბანში ინფრასტრუქტურას აწესრიგებს
ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით, ვაზისუბანში არსებულ საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაგა-ბაღებთან ახლომდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება დაიწყო. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გააცნო. კახა ლაბუჩიძის თქმით, შანდორ პეტეფის ქუჩაზე N157 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლამდე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბე ეწყობა. რაიონის გამგეობას დაგეგმილი აქვს კიბემდე მისასვლელი ბილიკის მოწყობაც, რაც მოსწავლეებს გადაადგილებას გაუადვილებს. კიბე ეწყობა კიდევ ორ მისამართზე - ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, III კვარტლის N5 კორპუსთან და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N6 კორპუსთან მდებარე N163 საბავშვო ბაგა-ბაღთან, სადაც კიბესთან ერთად, ცენტრალური გზის მხრიდან, ახალი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ამავე მისამართზე, მოსახლეობის თხოვნით, ბაღის შესასვლელთან არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება, რათა საჯარო დაწესებულებისა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდეს. გამგეობა უახლოეს დღეებში კორპუსის ეზოს კეთილმოწყობას დაიწყებს და გზა მთლიანად მოასფალტდება.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)