|
2018-08-27 16:05:12, 2190 ნახვა
საზოგადოება
სარეკლამო კომპანია OUtdooR.ge-მ საოკუპაციო ბანერის განთავსებაზე უარი განაცხადა
სარეკლამო კომპანია OUtdooR.ge რომელიც წარსულში არაერთი სკანდალის მიზეზი გამხდარა, ამჯერადაც სკანდალში ეხვევა. კომპანიამ უარი განაცხადა თბილისში მის კუთვნილ საბანერო სივრცეებში, საოკუპაციო ბანერის განთავსებაზე. როგორც საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მარიამ წერეთელმა განუცხადა. ისინი კომპანიისგან არანაირ შეღავათს არ ითხოვდნენ და თანხას ჩვეულებრივ გადაიხდიდნენ. "კიდევ ერთი , სამარცხვინო კომპანია , რომელიც მისდევს ოლიგარქის რეჟიმს, არგაღიზიანების პოლიტიკას და არ აღიარებს , რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ოკუპანტია ! Outdoor.ge-ს დამფუძნებელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი იყო, რომელმაც კომპანია 2017 წელს გაყიდა. დავით იაკობაშვილი რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Вимм Билль Данн-ის დამფუძნებელია. შეგახსენებთ, რომ თბილისი გარე რეკლამების განთავსებაზე პასუხისმგებელი სულ 2 კომპანიაა: "ალმა" და outdoor.ge. კომპანიები ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია ოპერირებენ. outdoor.ge ბაზარზე არის მთავარი მოთამაშე. მას მერიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ექსკლუზიური უფლება ენიჭება ნებართვის გაცემის, რითაც ბაზრის 100% მფლობელები არიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)