|
2015-06-04 19:19:54, 869 ნახვა
ეკონომიკა
თამაზ მეჭიაური: ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის ინიციატივა არ შეიცვლება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის ინიციატივა არ შეიცვლება. ამის შესახებ მეჭიაურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც დეპუტატები, საბანკო სექტორი და მთავრობის წევრები ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ. თამაზ მეჭიაურის თქმით, ბიზნესის მხრიდან რაიმე წინადადების წამოყენების შემთხვევაში, მისი განხილვა მოხდება. „ინიცირებული ცვლილებები მომავალ კვირაში საკომიტეტო მოსმენებზე გავა, მერე პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება პრინციპს ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შესახებ, ეს არ ჩასწორდება. დანარჩენი რაც შეეხება ბიზნესის ინტერესებს, თუ რაიმე წინადადება ექნებათ, ყველაფერზე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ ისეთ ვარიანტს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. ცნობისთვის, სასტუმრო „რედისონში“ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა კანონპროექტის ავტორებმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)