|
2018-08-21 17:30:02, 1305 ნახვა
კომენტარი
გახარია: სამეგრელო-ზემო სვანეთი უნდა იყოს სამაგალითო - ვალდებულები ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრემიერის მრჩეველთან რეგიონალური განვითარების საკითხებში - სოზარ სუბართან ერთად, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ახალი გუბერნატორი - ალექსანდრე მოწერელია წარადგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამეგრელოს რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მასზე ზრუნავს. „გარკვეული აქცენტები მინდა გავაკეთო. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთი, როგორც რეგიონი, ერთმნიშვნელონად უნდა იყოს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წამყვანი. ამისთვის ამ რეგიონს აქვს ყველაფერი. ამ რეგიონს ჰყავს რაც მთავარია, ძალზედ შრომისმოყვარე ხალხი, ძალზედ განათლებული ადამიანები და ყველაფერია იმისთვის რაც საჭიროა, რომ რეგიონი იყოს სწრაფად განვითარებული. ამიტომ, შერჩევის პროცესში ეს იყო ძირითადი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ბატონი ალექსანდრე მოწერელიას შესახებ. ამას თავისი ობიექტური ახსნაც აქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონში სულ უფრო და უფრო წინა პლანზე უნდა წამოიწიონ ახალგაზრდებმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალი არიან ახალგაზრდები. ერთი რამე მინდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს რომ ამ ქვეყნის, საქართველოს წარმატება გაიზომება რამდენიმე კუთხიდან - განსაკუთრებით ქალაქების წარმატებული განვითარებით. რა თქმა უნდა, ეს არის თბილისი, ბათუმი და ეს უნდა იყოს, და იქნება ზუგდიდი. შესაბამისად, ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ დიდ შრომაში და ღვაწლში მიიღოს მონაწილეობა. ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ხალხს, რომლებმაც წლების განმავლობაში იზრუნეს და იშრომეს ამ კუთხის განვითარებაზე. უნდა ვიზრუნოთ და უნდა ვიშრომოთ ორჯერ მეტად. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები. გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან იქნება მიმართული სამეგრელოზე - განსაკუთრებით ზუგდიდზე. არავინ არ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონის აუცილებლობა, რომ იყოს სამაგალითო, ასევე განპირობებულია იმ დროებითი საზღვრით, რომელიც არის გვერდზე და შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ვალდებულები ვართ, სხვა რომ არაფერი არ იყოს, რომ აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ, კოლეგებს, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის. ასევე, გითხრათ ერთმნიშვნელოვნად, რომ კიდევ უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო. ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე. სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი. ბოლოს და ბოლოს ამ რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა ახალი გუბერნატორის მიმართ და ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)