|
2018-08-09 16:02:13, 1088 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: სადაც ტერორისტად გამომაცხადეს, რატომ უნდა მიკვირდეს, დანაშაულის დამფარავი ან მკვლელი, რომ გაათავისუფლონ
„სადაც ტერორისტად გამომაცხადეს, რატომ უნდა მიკვირდეს, დანაშაულის დამფარავი იქნება თუ მკვლელი იქნება, რომ გაათავისუფლონ“, - ასე შეაფასა ხორვას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები გათავისუფლდნენ. ზაზა სარალიძის თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს და ის აღნიშნული გადაწყეტილებით გაკვირვებული არაა. ამასთან, სარალიძემ სექტემბრიდან აქციების განახლება დაანონსა. „ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში ისევ და ისევ სუფევს შერჩევითი სამართალი, დღევანდელი ფაქტი, რაც მოხდა, სასამართლო პროცესიდან დანაშაულის დაფარვაზე პირების გათავისუფლება, ეს იყო უკვე მეტისმეტი და ძალიან გადაჭარბებული არა მარტო სასამართლოს მხრიდან, არამედ პროკურატურის მხრიდან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გონივრული ეჭვი მაქვს იმის, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით იქიდან გამომდინარე, რომ ზაზა სარალიძე გამოვიყვანოთ მწყობრიდან. მაგრამ ზაზა სარალიძეს ესენი მწყობრიდან ვერ გამოიყვანენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები სამართლებრივი წესით დავუმტკიცებ მე ამათ, რომ შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში, არც გამკვირვებია სიმართლე გითხრათ ეს გადაწყვეტილება, არც გამიკვირდება შემდგომი გადაწყვეტილებები, იქიდან გამომდინარე, რომ რაც შაბათ დღეს მოხდა, ცემი, ქალბატონ ელისო კილაძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ გადასცა გერმანიის ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვიყავით ტრორიზმში ეჭვმიტანილი. სადაც ტერორისტად გამომაცხადეს, რატომ უნდა მიკვირდეს, დანაშაულის დამფარავი იქნება თუ მკვლელი იქნება, რომ გაათავისუფლონ სასჯელისგან. მე ბრძოლას ვაგრძელებ და ერთი შემიძლია პირდაპირ ვთქვა, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“ და სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრელებას, რაშიც დამჭირდება ხალხის გვერდში დგომა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დნააშაულის დაფარვის მიზნით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. კერძოდ, თენგიზ კალანდია 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი კი 3 000-3 000-ლარიანი გირაოთი.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)