|
2018-08-09 11:55:02, 1060 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: 2008 წელს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხორციელებას
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები მაშინდელ ხელისუფლებას არსებული საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ. "ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები მაშინ აფრთხილებდნენ მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას, ხოლო სამწუხაროდ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, იმის მაგივრად რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების და მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას ეს საფრთხე და შესაბამისად მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)