2018-07-27 12:18:36, 808 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე გარემოსდაცვითი კონცეფციის - „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციას გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას - „მწვანე ეკონომიკას" წარადგენს.
პრემერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის „მწვანე ეკონომიკის" პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. დეტალებზე პრემიერ-მინისტრი დღეს ისაუბრებს.
„გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებული გამოწვევები, წლების განმავლობაში აღნიშნული სფეროს დერეგულაციამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
გარემოსდაცვითი კონცეფციის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის" ტერიტორიაზე გამართავს.
ავტორი: ,