15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 19:23:13, 1066 ნახვა

სამართალი
ნათია მეზვრიშვილი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა - კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საგამოძიებო რეფორმის კონცეფცია გააცნო და მათი რეკომენდაციები მოისმინა. დისკუსია გაიმართა ასევე ე.წ. წინასაგამოძიებო საქმის წარმოების პრობლემატიკაზე და მისი მოგვარების გზებზე.

კრიმინალური პოლიციის მიმდინარე რეფორმა საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციების გამიჯვნას, გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის კომპეტენციების მკაფიო განსაზღვრას, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და პოლიციაში მიღების წესის დახვეწას გულისხმობს.

რეფორმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხედვა და უკვე გადადგმული ნაბიჯები ფართო საზოგადოებისთვის შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics