04:08 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 17:14:26, 742 ნახვა

კომენტარი
კონსტანტინე სირაძე: ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე არც ფარდულის და არც დანის გაღუნვის თემა არ გაჟღერებულა

ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილემ, კონსტანტინე სირაძემ, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

 „როდესაც მე დავინიშნე თანამდებობაზე გამოვთქვი სურვილი რომ შეხვედროდი ბატონ ზაზას და ეს შეხვედრა შედგა, მას ახლდა ადვოკატი და შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბატონი ზვიადი. მე მას ვუთხარი, რომ დღევანდელი მოცემულობით გვყავს ორი მსჯავრდებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულდა. მან ახსენა საუბრისა დროს, რომ ამ დანაშაულში მონაწილეობდა მ.კ მე ვუთხარი, რომ ნებისმიერი პირი, ვინც მონაწილეობდა იმ ინციდენტში წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს, მე მას ვუთხარი, რომ ნებისმიერი პირის მიმართ თუ გამოიკვეთება დანაშაული, მე მზად ვარ დავიწყო სისხლისსამართლის დევნა. ასევე ავუხსენი, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. კ. გფიზიკურ შემხებლობაში იყო თქვენ შვილთან, ვერ გახდებოდა დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა თუ იქნებოდა სხვა დეტალი, აუცილებლად მოყვებოდა ჩვენი მხრიდან რეაგირება. მე მას ვკიტხე, თუ ჰქონდა რაიმე კონკრეტული დეტალი, ეთქვა ჩემთვის, რომ დაგვეწყო მუშაობა. მან მითხრა, რომ ბავშვები თქვენთან არ ამბობენ არაფერს, მაგრამ ჩემთან იძახიან. მე ისევ ვუთხარი, რომ თუ იქნებოდა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ჩემთვის უცნობი იყო, აუცილებლად ეთქვა ჩემთვის. იმ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა არც ფარდულის, არც დანის თემა. ეს შეხვედრა შედგა მარტის დასაწყისში. ერთადერთი მისი პოზიცია იყო ის, რომ მე ვიცი რომ დამნაშავე არის მ.კ. და ახსენა მეორე პირიც. მას ზვიად ფხაკაძემ უთხრა, რომ თუ გულისხმობთ გ.მ. - ს, ამ ეტპზე არ არსებობს მის მიმართ მტკიცებულება, მაგრამ თუ გაქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი, აუცილებლად უნდა გადმოგვცეთ თქო. ეს იყო ბოლო შეხვედრა", - განაცხადა სირაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics