2018-07-25 13:29:16, 724 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ივანიშვილის რესურსის გამოუყენებლობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მმართველი გუნდისთვის
ბიძინა ივანიშვილის რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მმართველი გუნდისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის შეფაებით, ამ რესურსის გამოუყენებლობა აისახება მთელ ქვეყანაზე.
"ბატონი ბიძინა არის პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, პარტიულ ფორმატში ის ერევა გადაწყვეტილების მიღებაში და არა იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეუძლია პარტიის ხელმძღვანელს. მისი როლი ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მმართველი გუნდისთვის და ეს აისახება რა ამხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ქვეყანაზე. მისი ყოველმხრივი რესურსი უნდა გამოიყენოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე სახელმწიფომ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ,