2018-07-25 12:36:30, 698 ნახვა
კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს ფეხი შეაწმინდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
უდუმაშვილი არ გამორიცხავს, ქვეყანაში ხმაურიანი პროცესები დაიწყოს.
„ფეხი შეაწმინდა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს და ყველაფერი, რაც მისი აზრით, ცუდი ხდება ქვეყანაში, არის კვირიკაშვილის და იმ მინისტრების ბრალი, რომლებსაც დღეს იბარებენ პროკურატურაში. შესაბამისად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ძალიან ხმაურიანი პროცესები დაიწყოს ქვეყანაში კვირიკაშვილის და მისი მეგობარი მინისტრების წინააღმდეგ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშილმა გუშინ, საზოგადეობრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას მართვა აღარ შეეძლო.
ავტორი: ,