|
2018-07-21 18:58:56, 882 ნახვა
კომენტარი
კობახიძე მარგველაშვილზე: ნუ დაელოდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თვითონ გარისკოს
„გიორგი მარგველაშვილი ნუ დაელოდება „ქართული ოცნების" კანდიდატს, თვითონ გარისკოს, გადაწყვიტოს, უღირს თუ არა",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს. კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს საკუთარი დღის წესრიგი და საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების დადგენილი ვადები აქვს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსულტაციები თვის ბოლომდე გაიმართება. "ჩვენ განვაცხადეთ არაერთგზის, რომ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. არის გარკვეული ვადები დადგენილი. სამართლებრივი ვადები, პოლიტიკური კუთხითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ კონკრეტული ვადები, როცა ჩვენთვის არის მომგებიანი კანდიდატის დასახელება და ამ ვადებზე ჩვენ ვისაუბრეთ. ვთქვით, რომ თვის ბოლომდე გვექნება აუცილებლად კონსულტაციები და ამის საფუძველზე გავაკეთებთ ჩვენ განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მონაწილეობასთან დაკავშირებით. ანუ, კონსულტაციები შედგება თვის ბოლომდე. რაიმე სპეკულაციის საფუძველს, ეს არ იძლევა, თუმცა ამ სპეკულაციებს მარგველაშვილის მხრიდან ჩვენ მუდმივად ვისმენთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტს შეუძლია, თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება და ამაში ხელს არავინ შეუშლის. „მას შეუძლია თავისუფლად მიიღოს თავისი გადაწყვეტილება. ამაში ხელს, ბუნებრივია, მას ვერავინ შეუშლის და არც არავინ არ უშლის. მან იფიქროს საკუთარ გადაწყვეტილებაზე და დიდად ნუ იფიქრებს სხვების გადაწყვეტილებებზე. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა შანსი, რომ, ასე ვთქვათ, სოლიდური შედეგი დადოს ამ არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შანსი არ არსებობს, თუმცა ეს პირველ რიგში მან უნდა აწონ-დაწონოს. მე ვერ ვეტყვი გიორგი მარგველაშვილს, რომ ის გავა მეოთხე ადგილზე, ან მეხუთე ადგილზე ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. თვითონ უნდა მოიფიქროს რომელ ადგილზე გავა და ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უღირს თუ არ უღირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. იგი ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებისთვის მის გადაწყვეტილებას ელოდება. „მეორე ადგილზე გასული ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20%-ზე მეტს. გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ადგილზე გასული ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20%-ზე მეტს. შესაბამისად, აქედან შეგიძლიათ თქვენ განსაჯოთ ჩვენ ველოდებით სხვას თუ სხვა გველოდება ჩვენ. ეს არის ჩემი პასუხი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, არ შეიძლება ადამიანმა თავი ისეთ ფიგურად წარმოაჩინოს, როგორიც რეალურად არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად განსაზღვრავს „ქართული ოცნება", რომელიც „გარანტიით მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ამ საპრეზიდენტო არჩევნებში". „არის ასეთი ანეკდოტი მოუხერხებელი ჯოს შესახებ და შეიძლება გავიხსენოთ ეს ანეკდოტი. არ შეიძლება თავის თავი წარმოაჩინოს ადამიანმა ისეთ ფიგურად, რომელიც ის რეალურად არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად განსაზღვრავს „ქართული ოცნება" 2012 წლიდან, მოსწონს ეს თუ არ მოსწონს მარგველაშვილს და ვიცით, რომ არ მოსწონს, შესაბამისად, ამ დღის წესრიგის განსაზღვარში პრეზიდენტის როლი არის მინიმალური. დღეს „ქართული ოცნება" განსაზღვრავს დღის წესრიგს. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც გარანტიით მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ამ საპრეზიდენტო არჩევნებში და დიდი უპირატესობა გვექნება მეორე და მესამე და მითუმეტეს მეოთხე ადგილზე გასულ კანდიდატებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, არავის არ ველოდებით. ჩვენ უნდა დაგველოდონ სხვები და როგორც ჩანს, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი და არ იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, აქაც ეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არანაირად არ ახდენს გავლენას გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე მიიღებს თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვინც არ უნდა დასახელდეს და ჩვენ, ბუნებრივია, ღირსეულ კანდიდატს, რა თქმა უნდა, დავასახელებთ ამ არჩევნებში, ვინც არ უნდა დავასახელოთ, გიორგი მარგველაშვილთან შედარებით მაინც გვექნება დაახლოებით სამმაგი მაინც სხვაობა ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომ, ნუ დაელოდება „ქართული ოცნების" კანდიდატს. თვითონ გარისკოს, გადაწყვიტოს უღირს თუ არ უღირს გარისკვა და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)