|
2015-06-02 19:52:07, 777 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტი მნიშვნელოვნად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს
„ანაკლიის პორტი მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც მთელი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სატრანზიტო პოტენციალს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის ნავსადგურის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომლის ე.წ. „მოკლე სიაშიც“ გადასულია ორი კონსორციუმი. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე მათგან გამარჯვებული გამოცხადდება, პროექტის განხორციელება კი 2016 წლის ზაფხულში დაიწყება. „ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოსთვის. ის მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც მთელი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სატრანზიტო პოტენციალს. ის დაასაქმებს ბევრ ადამიანს არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ სხვა რეგიონებშიც. ეს არის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, დღეს ანაკლიის პორტის პროექტის მასშტაბი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. მასში გათვალისწინებულია ჩინეთის დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. მისი განცხადებით, პორტის განვითარების პირველი ეტაპი არის საქართველოს გამტარუნარიანობის გაორმაგება, ხოლო სამი ეტაპის განხორციელების შემდეგ, გათვალისწინებულია 20 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის შექმნა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩატარდება მიზანშეწონილობის კვლევები, რომელთაც საერთაშორისო კომპანიები განახორციელებენ და დადებითი შედეგის შემთხვევაში ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ შემდგომი გაფართოება განახორციელოს. ამასთან, რაც შეეხება ანაკლიის კურორტს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, როგორც უშუალოდ ანაკლიაში, ისე მთლიანად სამეგრელოს რეგიონში არაერთი კულტურული ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)