01:27 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 18:34:44, 966 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე: ჩემი გასარკვევი და გამოსაძიებელი არ არის

„ჩემი გასარკვევი, გასარჩევი და გამოსაძიებელი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, არ არის არც ერთი საგამოძიებო საქმე“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მთავარ პროკურატურაში გამოკითხვას. 

წულუკიანის თქმით, ყველა იმ პირს, ვის მიმართაც კითხვები აქვს გამოძიებას ან მომავალში ექნება, წარმატებას უსურვებს.

„ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ არის ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფოებრივი პროცესი. შესაბამისად, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს. როდესაც ისინი ითხოვენ, რომ გამომძიებელმა დასვას კითხვები და გამომძიებელი დაიწყებს ამ კითხვების დასმას, შემდეგ ოპოზიცია აღარ უნდა შფოთდებოდეს იმიტომ, რომ გამოდის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც ვითარდება, რომელიც ძლიერდება და ეს, როგორც მმართველ პარტიას უხარია, ასევე უნდა უხაროდეს ოპოზიციას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.   





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics