2018-07-17 18:47:50, 961 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი პუტინის განცხადებაზე: ჩემთვის ეს არის არასასიამოვნო ფაქტი, თუმცა არა ახალი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეხებოდა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის პუტინისგან მსგავსი ტიპის განცხადებას ელოდა.
"მრჩება შტაბეჭდილება, რომ იმ მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ნატო-ს სამიტზე, იმ ძალიან კონკრეტული გზავნილის ფონზე, რომელიც ალიანსის 29-ვე ქვეყანამ რუსეთის მიმართ დააფიქსირა - რომ ის არის ოკუპანტი და მისმა ჯარმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს, იმ მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, როდესაც ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რუსეთის პრეზიდენტის ასეთი პასუხი არის ის პასუხი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ უკვე დიდი ხანია გვესმის. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის არასასიამოვნო ფაქტი, თუმცა არა ახალი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება.
ავტორი: ,