|
2015-06-02 15:10:04, 927 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა ცაიშში სასათბურე მეურნეობა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ცაიშში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო “STIMOR Associate” დაათვალიერა. ცაიშში ახალი სასათბურე მეურნეობა 5,5 ჰექტარზეა გაშენებული და 8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში STIMOR Associate-მა 2 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო. „საწარმო შეიქმნა სახელმწიფო თანადაფინანსებით, ეს არის ქართული ინვესტიცია. სათბურში დღეში 10 ტონა პომიდორი მოჰყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახეთ ქართული წარმოების განვითარება და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული პომიდორი ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პომიდორს. 3 ეტაპად ვითარდება რესურსი. გეიზერული წყლები და აქ არსებული რესურსი წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ რესურსით დავინტერესდით. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩვენ ჩავანაცვლებთ იმპორტირებულ ბოსტნეულს, რაც არის მართლაც ეროვნული საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი არიან გამორჩეულად პატრიოტი ბიზნესმენები, რომლებმაც რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია სამშობლოში განახორციელეს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს 3 ჰექტარზე უკვე მიღებულია 150 ტონა პომიდვრის მოსავალი, რომელიც გადის როგორც შიდა ბაზარზე, ასევე - ექსპორტზე. დარჩენილ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მოქმედ სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია - 45, ხოლო მშენებარე ტერიტორიაზე - 120 ადგილობრივი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)