2018-07-13 18:36:02, 689 ნახვა
კომენტარი
მაღრაძე: ცოტა უხერხულია 40-50 წლის ჯანიანი ადამიანი წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას იღებდეს
"ცოტა უხერხულია 40-50 წლის ჯანიანი ადამიანი წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას იღებდეს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნდა შექიმნას სპეციალური დაწესებულებები, სადაც მოქალაქეები პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.
”ხომ არ მოვიფიქროთ რაღაც ისეთი სისტემა, შეთავაზება, განათლება, პროფესიული გადამზადება, რომ ის ადამიანი იყოს ჩართული შრომაში და არ იღებდეს სოციალურ დახმარებას, რომელსაც ფაქტიურად შეუძლია მუშაობა… ეს სამომავლოდ ცუდი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ასე ძალიან არასასიამოვნო შედეგებზე მივდივართ. ცოტა უხერხულია 40-50 წლის ჯანიანი ადამიანი წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას იღებდეს”, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
ავტორი: ,