|
2015-06-01 16:44:50, 922 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ინოვაციური პროექტების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ 1 ივნისს საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო საწარმოების ინოვაციური ვაუჩერების დაჯილდოების ცერემონიასა და საბროკერო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საბროკერო ღონისძიება და სამუშაო შეხვედრა პროექტის „ener2i“-ის ფარგლებში „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა. გარდა ამისა, ღონისძიება გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და „ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით ცენტრთან“ თანამშრომლობით, “SECURE R2I” და „Innover-East“ პროექტების ფარგლებში. აღნიშნული პროექტები დაფინანსდა ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩო პროგრამის შესაბამისად. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ სოციალური ინოვაციების ცენტრის წარმომადგენელი მანფრედ შპისბერგერი და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ დირექტორი გიორგი აბულაშვილი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ინოვაციების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოყო. მისი თქმით, სამინისტროში სისტემაში შეიქმნა ორი სსიპ - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელთა ერთერთ მიზანსაც ინოვაციური იდეების განხორციელება და დანერგვა წარმოადგენს. ირმა ქავთარაძემ ასევე ისაუბრა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მშენებლობის, ტრანსპორტის, წარმოებისა და სხვა სექტორებში. ოფიციალური მისალმებების დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ინოვაციური ვაუჩერების კონკურსის გამარჯვებული ექვსი პროექტის ავტორებისთვის ვაუჩერების გადაცემის ცერემონიაში. კონკურსის მიზანი იყო ინოვაციური პროექტების დაფინანსება განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის დარგში პირდაპირი ფინანსური (ინოვაციური ვაუჩერები) მხარდაჭერის გზით პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გაიმართა საბროკერო ღონისძიება, რომლის დროსაც გაიმართა პირისპირ (face2face) შეხვედრები და ე.წ. „ნეტვორკინგი“. საბროკერო ღონისძიების დასასრულს გაიმართა პროექტი INNOVER-EAST ფარგლებში მომზადებული ეროვნული კვლევის განხილვა მიძღვნილი ენერგეტიკისა და ეკონომიკის საკითხებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)